
ლოგოს ისტორია
წარმოგიდგენთ რამდენიმე ცნობილი კომპანიის ლოგოს, რომელთა შექმნის ისტორია შეიძლება უცნობი იყოს თქვენთვის.
Mercedes-Benz
ბრენდი წარმოადგენს ორი საავტომობილო კომპანიის ნაერთს, რომლებიც 1926 წელს გაერთიანდნენ. მერსედესის დამფუძნებელმა Gottlieb Daimler-მა აირჩია სამპუნქტიანი ვარსკვლავი, რომელიც წარმოადგენს 3 რამეს, რაც შთააგონებდა მოტორიზაციის სამყაროს: მიწა, წყალი და ჰაერი. წრე კი წარმოადგენს მათ გაერთიანებას.
Amazon
თქვენ არ დაგჭირდებათ ღრმად ჩაიხედოთ სიმბოლურ სამყაროში, რათა განმარტოთ თუ რას ნიშნავს ყვითელი ისარი ამაზონის ლოგოში. მოცემულ ისარს აქვს ორი მნიშვნელობა. პირველი, ისარი მიუთითებს ასო “A”-დან “Z“-მდე, რაც ნიშნავს იმას, რომ კომპანია ყიდის ნებისმიერ პროდუქტს, რომელთა დასახელების პოვნა მთლიან ანბანში შეგიძლიათ. გარდა ამისა, მოცემული ისარი წარმოადგენს ღიმილს, რაც წარმოაჩენს კომპანიის დამოკიდებულებას კლიენტების მიმართ.
Nike
ეს არის ლოგო, რომელსაც არანაირი აღწერილობა არ სჭირდება. არსებული სიმბოლო არის აღიარებული მთელი მსოფლიოს მიერ, მაშინაც კი როცა სიმბოლოს თან არ ახლავს კომპანიის დასახელება. Nike ფაქტიურად ბერძენი ქალღმერთია, რომელიც პიროვნების გამარჯვების სიმბოლოა. ლოგოს დიზაინერმა, კაროლინ დევიდსონმა, ეს დიზაინი 1971 წელს შექმნა. იგი ფიქრობდა, რომ წარმოედგინა ქალღმერთის ფრთა, როგორც მოძრაობის და სიჩქარის სიმბოლო. კაროლინი იმ დროს იყო გრაფიკული დიზაინის სტუდენტი პორტლანდის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელმაც არსებული ლოგოს შექმნაში 35$ მიიღო.