fbpx

სწორ ნაბიჯებს  საუკეთესო შედეგამდე მივყავართ!   

სწორი ნაბიჯების გადადგმაში კი ჩვენ გეხმარებით!

ელიზბარ მინდელის ქ. 2, თბილისი 0186
577 04 34 20
593 90 77 29
info@4media.ge

4MEDIA

PRINT კამპანია

თბილისში ჰაერის დაბინძურება ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა. დაბინძურების მრავალი მიზეზიდან ყველაზე მძაფრი და შესამჩნევი არის გამონაბოლქვი.

გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი – მარინა არაბიძე:

ატმოსფერული ჰაერის ძირითადი დამაბინძურებელი გახლავთ ავტოტრანსპორტი, 90%-ზე მეტი თბილისის ჰაერის დაბინძურებაში სწორედ ავტოტრანსპორტზე მოდის.


წყარო: fortuna.ge

ნახშირორჟანგის, აზოტის ორჟანგის, ტყვიის, გოგირდის ორჟანგის და მყარი ნაწილაკების (ანუ მტვრის) დონე აჭარბებს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს.


წყარო: commersant.ge

მავნე ნივთიერებების უმეტესი ნაწილი მიწიდან ერთი მეტრის სიმაღლეზე კონცენტრირდება, რაც ბავშვებს საერთოდ არ აძლევს საშუალებას, რომ სუფთა ჰაერი ისუნთქონ.

აქედან გამომდინარე, არსებულმა ჰაერის დაბინძურების მაღალმა მაჩვენებელმა და იმ ფაქტმა, რომ ყველაზე მავნებელი ნივთიერებები იმ სიმაღლეზე კონცენტრირდება, რომელზეც ბავშვები სუნთქავენ (1 მეტრი),  სურვილი გაგვიჩინა, რომ მოსახლეობა “გამოგვეფხიზლებინა” და ამ პრობლემის რეალურ საფრთხედ გარდაქმნის პროცესი გასაგებ ენაზე გადმოგვეცა.

ნიკა მკერვალიშვილი/გიგა წერეთელი

გიგი ქადაგიშვილი

გიო თურმანიძე

 

გიო თურმანიძე

 

კომენტარი არ მოიძებნა

კომენტარის დამატება