Facebook Pay
ოდესმე გიფიქრიათ, რატომ არ აქვს Facebook-ს გადახდის სისტემა? აღარ იდარდოთ, Facebook-ის გუნდმა უკვე დაანონსა “Facebook Pay”, რომლის საშუალებითაც Messenger-ით შეგეძლებათ გადახდა Instagram-სა და WhatsApp-ში.
თქვენ უბრალოდ შეიყვანთ ბარათის მონაცემებს ერთხელ და Facebook-ის ნებისმიერ აპლიკაციაში მას მარტივად გამოყენება.
როგორც თავად კომპანია აცხადებს, Facebook Pay ამ კვირაში ჩაეშვება სისტემაში. თავდაპირველად მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში შეეძლებათ მისი გამოყენება Messenger-ის აპლიკაციის მეშვეობით. Facebook-ის გადახდის ახალი სისტემა, დიდი ალბათობით, ყველა მთავარ კრედიტ ბარათსა და PayPal-ზე იმუშავებს.
ჰო, გადახდის ახალ სისტემას Facebook-ის დაანონსებულ კრიპტოვალუტის საფულესთან არანაირი კავშირი არ ექნება. ამიტომ, თუ თანამშრომელი ან მეგობარი სამსახურში ან სახლში სადილით გაგიმასპინძლდათ, ვალის დაბრუნება Facebook-იდან გაუსვლელად ძალიან მარტივად შეგეძლებათ.