fbpx

სწორ ნაბიჯებს  საუკეთესო შედეგამდე მივყავართ!   

სწორი ნაბიჯების გადადგმაში კი ჩვენ გეხმარებით!

ელიზბარ მინდელის ქ. 2, თბილისი 0186
577 04 34 20
593 90 77 29
info@4media.ge

4MEDIA

სოციალურ მედიაში

 

მოდით, ტრადიციული ფრაზით დავიწყოთ:

დღეს, უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა კომპანიებს უნდათ თუ არა ციფრულ სამყაროში წარმოდგენა, მათი მომხმარებლები უკვე საუბრობენ აქ და კომპანიებიც იძულებულნი ხდებიან, რომ ეს კომუნიკაცია მათ მიერ იყოს კონტროლირებადი. ამ ყველაფერზე ალბათ ვთანხმდებით, თუმცა პრაქტიკაში კომპანიები გარკვეულ შეცდომებს უშვებენ, რაზეც ამ ბლოგში ვისაუბრებთ.

Image result for lack of strategy

სტრატეგიის არარსებობა

პირველი ალბათ რასაც გამოვყოფდი არის სტრატეგია. თითქმის ყოველდღიურად, ვაკვირდები კომპანიებს სოციალურ მედიაში და ძალიან მარტივად შესამჩნევია ის, თუ რომელ კომპანიას აქვს სწორი სოციალური მედია სტრატეგია და რომელს არა. დავიწყოთ იმით, რომ ხშირად კომპანიებს საერთოდ არ აქვთ გაწერილი, თუ რამდენი პოსტი უნდა დაიდოს კვირის განმავლობაში, რადგან გარკვეული ტიპის კომპანიები კვირაში ანთავსებენ ხან 0.5 პოსტს, ხან კი 354-ს, ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, თუმცა, აქ  სიმართლის საკმაოდ დიდი მარცვალი დევს.

აუცილებელია წინასწარ გაიწეროს მინიმუმ 1 კვირის სტრატეგია, თუ რა პოსტები განთავსდება გვერდზე მომავალი 1 კვირის განმავლობაში.  ამის შემდეგ კი მნიშვნელოვანია გამოიყოს რეკლამის ბიუჯეტი, რომელიც თითოეულ პოსტზე უნდა გადანაწილდეს პრიორიტეტების გათვალისწინების მიხედვით. მაგალითად, ჩვენ კვირაში გვაქვს 3 პოსტი, ხოლო რეკლამის ბიუჯეტი 90$, თუ პრიორიტეტებს  თანაბრად გადავანაწილებთ, თითოეულს მოხმარდება 30$.

ერთფეროვანი კონტენტიImage result for monotony

რეალურად რომ შევხედოთ, კონტენტიც სტრატეგიის ნაწილია, თუმცა, მოდით ახლა ცალკე ჭრილში განვიხილოთ: სქროლვის დროს ალბათ ძალიან ხშირად ამჩნევთ, რომ სოციალურ მედიაში უკვე საკმაოდ ბევრი მოსაბეზრებელი და ერთფეროვანი კონტენტი თავსდება, რაც ნამდვილად არ იპყრობს მომხმარებლის ყურადღებას, ნუ ყოველშემთხვევაში დადებითად. სწორედ ამიტომ, უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი კონტენტი იყოს მაქსიმალურად საინტერესო. არ არის საჭირო დღეში, 5 პოსტის დადება, ჯობს განვათავსოთ ცოტა, თუმცა საინტერესო და ხარისხიანი პოსტები (quality over quantity). ძირითადად, სამი მიმართულების პოსტებს გამოვყოფ ხოლმე: ინფორმაციული, შემეცნებითი და ჩართულობით. ასე გვერდი უფრო მეტად საინტერესო და ნაკლებად მოსაბეზრებელია, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ თუ გვსურს ხარისხიანი პოსტის შექმნა, ეს ხარისხიანი პოსტერის გარეშე თითქმის შეუძლებელია. ასე რომ, ეცადეთ ტექსტუალური და ვიზუალური ნაწილი შეუსაბამოთ ერთმანეთს და შექმნათ ყველასგან განსხვავებული კონტენტი.

არასწორი რეკლამაRelated image

თუ ჩვენ გვინდა, რომ სოციალური მედიისგან მივიღოთ შედეგი, მაშინ უნდა დავიმახსოვროთ ორი ძირითადი რამ – სწორი კონტენტი და სწორი რეკლამა. კონტენტზე უკვე ვისაუბრეთ. მოდით ახლა ორი სიტყვით რეკლამასაც შევეხოთ. რეალურად, კონტენტი და რეკლამა ერთმანეთს ავსებენ.  თუ კონტენტი ხარისხიანია, მაგრამ ეს ყველაფერი სწორ აუდიტორიამდე არ მიდის, მაშინ ამ ყველაფერს აზრი არ აქვს და ასევე, თუ კონტენტი ძალიან კარგია, მაგრამ რეკლამა არის არასწორი ასეთ შემთხვევაშიც ვერ ვიღებთ მაღალ შედეგს. ამიტომ, უნდა დავივიწყოთ “Boost Post” და საქმეს ცოტა უფრო სერიოზულად უნდა შევხედოთ, დავიწყოთ რეკლამირება Ads Manager-დან, რომელიც საშუალებას გვაძლევს ზუსტად ის აუდიტორია ვიპოვოთ, რომელიც ჩვენ გვჭირდება. მაგალითად, მოვნიშნოთ ადამიანები, რომლებიც ჩვენს საიტს სტუმრობენ, აპლიაციას და ა.შ. ან თუნდაც იმ ადამიანებს გავურეკლამოთ, რომლებიც ყველაზე მეტად არიან დაინტერესებულები და ზუსტად ჩვენი პოსტის გამოჩენას ელოდებიან.

 

ერთი სიტყვით, პრობლემები საკმაოდ ბევრია, თუმცა მათი გამოსწორება საიდანღაც ხომ უნდა დავიწყოთ?! ხოდა მოდით მაშინ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებით დავიწყოთ, რომლებზეც ზემოთ მოკლედ, მაგრამ მაინც ვისაუბრეთ

კომენტარი არ მოიძებნა

კომენტარის დამატება