fbpx

სწორ ნაბიჯებს  საუკეთესო შედეგამდე მივყავართ!   

სწორი ნაბიჯების გადადგმაში კი ჩვენ გეხმარებით!

ელიზბარ მინდელის ქ. 2, თბილისი 0186
577 04 34 20
593 90 77 29
info@4media.ge

4MEDIA

Needful Tools for digital channels

საჭირო ხელსაწყოები ციფრული არხებისთვის

გამარჯობა, გამარჯობა!
ამჟამად გაგიზიარებთ საჭირო ხელსაწყოებს, რომლებიც დაგეხმარებათ სწორად მართოთ თქვენი ციფრული არხები და რაც მთავარია, მიიღოთ ბევრად უკეთესი შედეგი გუშინ, რადგან დღეს ყველას გვეჩქარება

და სხვა რითი უნდა დავიწყო, თუ არა Ads Manager-ით?!

Ads Manager Preview

მოკლედ, თუ თქვენ რეკლამას Facebook-სა და Instagram-ში “Boost“-ის საშუალებით აკეთებთ, ეს ხელსაწყო უნდა დაივიწყოთ, რადგან ამისთვის არსებობს კოხტა და ლამაზი სივრცე: Ads Manager-ი.  სამწუხაროდ, დღეს საკმაოდ ბევრი ადამიანია, რომელმაც არ იცის ამ ხელსაწყოს არსებობა და მისი გამოყენების ტექნიკები. ამიტომ, დროა მისი გამოყენება დღესვე დაიწყოთ!

ამ ხელსაწყოს საშუალებით თქვენ შეძლებთ მიწვდეთ ყველა საჭირო, მიზნობრივ აუდიტორიას, ეს შეიძლება იყოს ადამიანები, რომლებიც თქვენს ვებგვერდს სტუმრობენ, აქტიურობენ თქვენი კონკურენტების Facebook გვერდებზე და ა.შ. ერთი სიტყვით, ამ ხელსაწყოს გამოყენება შეამცირებს თქვენს ტარიფებს და შესაბამისად, ჯიბეშიც უფრო მეტი ფული დაგრჩებათ. ეს კი ყოველთვის კარგი მიზეზია!

Google Analytics

Google Analytics

მეორე ეს არის Google Analytics – ხელსაწყო, რომელიც გახლავთ ე.წ „ოქროს სტანდარტი” ვებგვერდების ანალიზისთვის.  დღესდღეისობით, ციფრული მარკეტერებისთვის დაგეგმვაც ძალიან რთულია გარკვეული დონე არ აქვთ Google Analytics-ის ცოდნაში.

 

 

ყველაზე მარტივ დონეზე ეს ხელსაწყო დაგეხმარებათ გაიგოთ ვინ სტუმრობს თქვენს ვებგვერდს, საიდან სტუმრობს, რა მოწყობილობას იყენებს, კონკრეტულად რომელ გვერდზე ატარებს უფრო დიდ დროს და ა.შ. დამიჯერეთ, ეს საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას მოგაწვდით, რაც დაგეხმარებათ საჭირო სტრატეგიის შექმნასა და შემუშავებაში.

 

Audience

შემდეგი ეს არის MailChimp – ხელსაწყო ელექტრონული ფოსტის მარკეტინგისთვის. მისი დახმარებით თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ სასურველი თემა, შექმნათ ინდივიდუალური, თქვენზე მორგებული დიზაინი და ყოველთვიურად, სრულიად უფასოდ  გაუგზავნოთ ელ-ფოსტა 2 000 ადამიანს. ხოლო, იმ შემთხვვაში, თუ რაოდენობა არ გაკმაყოფილებთ,  შეგიძლიათ ფასიანი ვერსია შეიძინოთ, თუმცა ეს არც ისე ძვირია, ფასი 199$-მდე მერყეობს.

ამ ხელსაწყოს საშუალებით თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ მიღებული ტრაფიკი, აწარმოოთ ანალიზი და დაახარისხოთ თქვენი ბაზა.

ერთ-ერთი ყველა მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ თქვენ შეგიძლიათ მისი ინტეგრაცია სხვადასხვა ინსტრუმენტებთან, მაგალითად როგორიც არის Ads Manager-ი. წარმოიდგინეთ, რომ ამ თვის განმავლობაში გაუგზავნეთ 2 000 ადამიანს და აქედან  1 500 ადამიანმა გახსნა თქვენი იმეილი. იმისთვის, რომ ეს ადამიანები არ დაკარგოთ თქვენ ამ ადამიანებს გადაიყვანთ Ads Manager-ში, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ შეგიძლიათ Facebook პოსტების რეკლამირება კონკრეტულად იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც გახსნეს თქვენი იმეილი და მათგან სასურველი უკუკავშირი მიიღეთ.

 

Social Bakers

Social Bakers

და ბოლოს, ეს არის Socialbakers – ხელსაწყო, რომელიც დაგეხმარებათ  თქვენი ყველა ციფრული არხის ანალიზი გააკეთოთ ერთ სივრცეში. თქვენ შეგიძლიათ თქვენი არხების სიღრმისეული ანალიზი გააკეთოთ და ასევე, შესაძლებელია კონკურენტების ან ნებისმიერი სხვა არხის ანალიზის გაკეთებაც.

მისი საშუალებით დაადგენთ თუ რა ტიპის პოსტები ამართლებს ყველაზე მეტად თქვენი აუდიტორიისთის, რომელ განყოფილებას სტუმრობენ თქვენი მომხმარებლები ხშირად, რომელ დღეს არის რეკომენდირებული პოსტის განთავსება და ა.შ.

ეს პლატფორმა არის ფასიანი, თუმცა შეგიძლიათ ისარგებლოთ 14 დღიანი უფასო ვერსიით, რათა დარწმუნდეთ მის მნიშვნელობაში.

ასე, რომ ახლა უკვე შეგიძლიათ შეადაროთ თქვენი ციფრული არხი თქვენს კონკურენტებს და ნახოთ რამდენად მოწინავე პოზიცია გიჭირავთ ციფრულ სამყაროში.

კომენტარი არ მოიძებნა

კომენტარის დამატება