fbpx

სწორ ნაბიჯებს  საუკეთესო შედეგამდე მივყავართ!   

სწორი ნაბიჯების გადადგმაში კი ჩვენ გეხმარებით!

ელიზბარ მინდელის ქ. 2, თბილისი 0186
577 04 34 20
593 90 77 29
info@4media.ge

4MEDIA

Why wordpress

რატომ WordPress?

რატომ გვჭირდება ვებსაიტი

წარმოგიდგენიათ პროფესიონალი გაყიდვების მენეჯერი სავიზიტო ბარათის გარეშე? დიახ, წარმოუდგენელია.

სწორედ ასეთი წარმოუდგენელია თქვენი კომპანია ვებგვერდის გარეშე, რომელიც ზუსტადაც რომ კომპანიის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს, იმ „პატარა“ განსხვავებით, რომ ვებგვერდს გაცილებით მეტი ფუნქცია შეგიძლიათ დააკისროთ, ვიდრე სავიზიტო ბარათს.

დღეს ისეთი კონკურენციაა, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოთ თქვენს სფეროში, მომხმარებლამდე ინფორმაციის სწორად მიწოდების გარეშე წარმატების მიღწევა ძალიან რთულია.

კარგად გამართული ვებგვერდი სწორედ ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია, რაც თქვენი კომპანიის წარმატების გასაღები შეიძლება გახდეს.

ვებგვერდის დამზადებას როცა გადაწყვეტთ, ნახავთ რომ ძირითადად ორი გზა არსებობს:

  1. ვებგვერდის აწყობა ნულიდან, რაც ნიშნავს რომ თვენი „სავიზიტო ბარათი“ იქნება უნიკალური
  2. გამოიყენებთ მზა ძრავს და ვებგვერდს გაცილებით მალე და ნაკლებ ბიუჯეტში დაამზადებთ

თითოეულ მათგანს თავისი დადებითი და რა თქმა უნდა უარყოფითი თვისებები აქვს, მაგრამ დღესდღეობით, ჩვენი განსაკუთრებული ყურადღება, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მზა ძრავისკენ “Wordpress”-ისკენაა მიბყრობილი, რომელზეც ნებისმიერი ტიპის ვებგვერდის დამზადებაა შესაძლებელი, სწრაფად, მარტივად და იაფად.

სამწუხაროდ, WordPress-ის გაგონებაზე, ბევრ ადამიანს ბლოგის შექმნა ახსენდება, მაგრამ დღეს WordPress-ის შესაძლებლობები თითქმის შეუზღუდავია და ამას იმ კომპანიების სახელებიც ადასტურებენ, რომლებსაც თავისი ვებგვერდები სწორედ ამ ძრავზე აქვთ შექმნილი.

როგორ ფიქრობთ, Beyonce-მ ეკონომიის მიზნით ააწყობინა ვებგვერდი WordPress-ზე? არა მგონია, აქ ალბათ უფრო სანდოობა და მაღალი ხარისხი იყო გადამწყვეტი ფაქტორი. თუნდაც Mercedes-Benz International, ვითომ ასე ძალიან ეჩქარებოდათ, რომ ნულიდან ვერ ააწყობდნენ საიტს? მეეჭვება, აქაც WordPress-ის მაღალი ხარისხი მგონია მთავარი ფაქტორი.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, გთავაზობთ არასრულ სიას იმ დიდი კომპანიებისა თუ პიროვნებების, რომლებმაც თავისი „სავიზიტო ბარათი“ WordPress-ზე შექმნეს.

 თუ ესეც არ კმარა თქვენს დასარწმუნებლად, მაშინ წარმოგიდგენთ WordPress-ის უპირატესობებს ნულიდან დამზადებულ ვებგვერდთან შედარებით.

 

  • ნაკლები ბიუჯეტი
  • დამზადებისთვის ნაკლები დრო
  • სიმარტივე, რაც საშუალებას მოგცემთ დამზადების შემდეგ თავად მართოთ თქვენი ვებგვერდი
  • SEO მხარდაჭერა, ანუ სისტემებში მარტივად მოიძებნებით

ბოლოს,  აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ვებგვერდმა წარმატების მოტანასთან ერთად, უარყოფითი ემოციითაც შეიძლება განაწყოს მომხმარებელი, თუ ის გამართული, თანამედროვე დიზაინისა და რაც მთავარია, ყველა მოწყობილობაზე მორგებული არ იქნება. სწორედ ამიტომ, აუცილებელია მისი დამზადება პროფესიონალებს დაუკვეთოთ.

 

აბა ციფრული წარმატებები!

კომენტარი არ მოიძებნა

კომენტარის დამატება