უახლესი ამბები



პორტფოლიო



რაღას ელოდები

ელიზბარ მინდელის ქ. 2, თბილისი 0186
+995 577 04 34 20, +995 595 11 13 83
მეტი კავშირისთვის

პორტფოლიო



ბრენდინგი


Other

     ბრენდი არის ის, რასაც მომხმარებელი გრძნობს თქვენი პროდუქტის დანახვისას; ეს არ არის მხოლოდ ლოგო და სლოგანი, ეს არის თქვენი კომპანიის ფილოსოფია, რომელიც მომხმარებელმა უნდა შეიყვაროს.

       ჩვენ ვემუშავებით კომპანიებს, რომლებსაც სურთ განსხვავებული სიტყვა თქვან თავიანთ სფეროში და იყვნენ გამორჩეულნი.

  • ნეიმინგი - კომპანიის სახელის შექმნა, რომელიც მაქსიმალურად შეესაბამება მისი მოღვაწეობის სფეროს;
  • კორპორატიული სტილის შექმნა - ლოგოსა და ბრენდბუქის შექმნა;
  • ბრენდის პოზიციონირება/ ბრენდის სტრატეგია - რთულია კონკურენტულ გარემოში იყო  - ამტკიცო, რომ იმავე სფეროში მოღვაწეობ, სადაც შენი კონკურენტები და ამავე დროს დაამტკიცო, რომ მათგან სრულიად განსხვავებული ხარ; სწორედ ეს განსხვავებულობა წარმოადგენს ბრენდის პოზიციონირებას, რაც სცემს პასუხს კითხვაზე - რატომ უნდა იყიდონ თქვენი პროდუქტი ?

    ბრენდის სტრატეგიის შემუშავება გულისხმობს - როგორ, რა, სად და ვისთან გექნებათ კომუნიკაცია და ვის გააცნობთ თქვენი ბრენდის ძირითად მესიჯებს.

       ჩვენ განვსაზღვრავთ - ვინ ხართ თქვენ, რა ფასეულობები გაქვთ, რას აკეთებთ და რატომ უნდა უყვარდეთ მომხმარებლებს!

Adwords


Adwords/Adsense

გაზარდეთ თქვენი ვებ-გვერდის ხილვადობა Google Adwords-ის საშუალებით!


                       კომპანია 4MEDIA არის Google-ის ოფიციალური პარტნიორი AdWords მიმართულებით.

             Google-ის პარტნიორობა არის ხარისხის გარანტი, რადგან რეკლამა Google-ში გულისხმობს თქვენი რეკლამის ჩვენებას Google-ის საძიებო სისტემაში პრიორიტეტულ პოზიციებზე მაშინ, როდესაც მომხმარებელი ეძებს იმ სიტყვებს  (ან სიტყვათა წყობას), რომელიც თქვენს საქმიანობას შეესაბამება და იმ პროდუქტს ან სერვისს, რომლის მიწოდებაც გსურთ. ეს სისტემა საშუალებას გაძლევთ აჩვენოთ რეკლამა უშუალოდ თქვენს მომხმარებელს და გაზარდოთ გაყიდვები.

                წარმატებულ Google AdWords-ის კამპანიას სჭირდება სწორად დაგეგმვა და მართვა. 4MEDIA-ს გუნდის მიერ დაგეგმილი და მართული კამპანია მაქსიმალურად მოერგება თქვენს ბიზნესს და დაგანახებთ ინტერნეტ რეკლამის მაქსიმალურ სარგებლიანობას.


 

საიტების დამზადება


Sites


          კომპანია 4MEDIA მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა შინაარსისა თუ ფუნქციის საიტის დამზადებას. არ აქვს მნიშვნელობა, თქვენ სტარტაპზე ხართ თუ ბაზარზე აქტიურად პოზიციონირებთ. ჩვენ დაგეხმარებით, თქვენი სურვილებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, ოპტიმალური ვებგვერდის შექმნაში.

          პროგრამისტებისა და დიზაინერების მრავალწლიანი გამოცდილება, მომსახურების მაქსიმალური მოქნილობა, გადახდის ლოიალური სისტემა, დროის მენეჯმენტის სრულყოფილად ფლობა, ეს ჩვენი უპირატესობებია, გადაწყვეტილება თქვენი მისაღები.



რას ვაკეთებთ?

  • ვებ დიზაინის შემუშავება
  • SEO -  საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია
  • ნებისმიერი დივაისზე მორგებული დიზაინი
  • ინტერნეტ ფორუმი
  • CMS  - შიდა სამართავი პანელი
  • ონლაინ გაყიდვები
  • სოციალური ქსელების ინტერგრაცია





სოციალური მედია


Social

      რადგან აქამდე მოსულხართ, იმის მტკიცებას აღარ დავიწყებთ, რომ სოციალურ მედიას შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს ამა, თუ იმ პროდუქტისა და მომსახურების პოპულარიზაციასა და სწორ განვითარებაში.
   ამიტომ, ორი სიტყვით მოგახსენებთ იმის შესახებ, თუ რა შეუძლია კონკრეტულად ჩვენს კომპანიას გაგიკეთოთ სოციალურ მედიაში. ძირითადად, ვიყენებთ სოციალური მედიის 3 არხს  -  Facebook-ს, Instagram-ს, Youtube-ს.
6-7 ადამიანისაგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც ზრუნავს თქვენი კომპანიის სოციალური მედიის გვერდების მართვაზე:

  1. გრაფიკული დიზაინერი - პროფილისა და ქავერის ფოტოების შექმნა; ჩარჩოებისა და პოსტერების დამზადება; 360-გრადუსიანი პოსტერების შექმნა.
  2. მარკეტერთა ჯგუფი - ტექსტური მასალის მომზადება პოსტებისთვის. 
  3. ფოტოგრაფი & ვიდეო-ოპერატორი - დამკვეთ კომპანიაში ვიზიტი, ფოტო და ვიდეო-გადაღება, 360-გრადუსიანი ფოტოების გადაღება, ვიდეოს დამონტაჟება.
  4. გვერდის ადმინისტრატორი - შემოსულ მესიჯებზე, კომენტარებსა და შეფასებებზე დროული, ადეკვატური რეაგირება და პასუხის გაცემა. 
  5. რეკლამის ადმინისტრატორი - მიზნობრივი სეგმენტის საუკეთესოდ შერჩევა, თითოეული რეკლამის სწორ აუდიტორიაზე მორგება და ბიუჯეტის მაქსიმალურად ეფექტურად გახარჯვა
  6. პროექტ-მენეჯერი - ჯგუფის მენეჯერი, რომელთანაც გექნებათ კონტაქტი და გაუძღვება ზემოთ წარმოდგენილი ჯგუფის მართვას. 

     და რაც მთავარია, დამკვეთისთვის ანალიზის წარდგენა ყოველი თვის ბოლოს, რათა ყველაფერი იყოს გამჭვირვალე და შეძლოთ მიღწეული შედეგების მარტივად შეფასება.

გაიგე ჩვენზე მეტი


More about us

სწორ ნაბიჯებს  საუკეთესო შედეგამდე მივყავართ!   

სწორი ნაბიჯების გადადგმაში კი ჩვენ გეხმარებით!


დაარსების დღიდან (2012 წელი), თამამად შეიძლება ითქვას,  კომპანია 4MEDIA ორიენტირებულია განვითარებასა და ზრდაზე, რაც ახალ გამოწვევებს გვთავაზობს და სიახლეების დანერგვისკენ გვიბიძგებს.

ჩვენ ვაქცევთ წარმატებულ კომპანიებს სფეროს ლიდერებად.

ამ დროის განმავლობაში 4MEDIA-მ შეიქმნა საიმედო რეპუტაცია და ჩამოაყალიბა მყარი კავშირები ქართული ბაზრის სხვადასხვა სფეროს წამყვან კომპანიებთან.

ჩვენ ვეხმარებით პარტნიორ კომპანიებს მიზნების მიღწევაში, წარმატებულ ბიზნესად ჩამოყალიბებასა და ცნობადობის ამაღლებაში.